1 სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი

01 Sep 2026
min read

1 სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯი საზოგადოებრივი ტრანსპორტით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება — რუსთავსა და თბილისს შორის ახალი №25 მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტი ამოქმედდება, რომელიც თბილისი აუთლეტ ვილიჯს გაივლის.

ახალი მარშრუტი რუსთავში, ხალხთა მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და ჟიული შარტავას გამზირის გავლით თბილისის მიმართულებით იმოძრავებს. გზად ავტობუსი გაჩერდება თბილისი აუთლეტ ვილიჯთან, შემდეგ კი მარშრუტს გაფორმების ეკონომიკური ზონის გავლით გააგრძელებს და საბოლოო გაჩერება მეტროსადგურ „სამგორთან“ ექნება.

№25 მარშრუტზე მგზავრებს 6 მუნიციპალური ავტობუსი, 30-წუთიანი ინტერვალით მოემსახურება. მგზავრობის ღირებულება 2.50 ლარი იქნება, სტუდენტებისთვის კი შეღავათიანი ტარიფი — 1 ლარი. რუსთავში რეგისტრირებული შშმ პირებისა და სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-დან 30 წლამდე პირებისთვის მგზავრობა უფასო იქნება.

თბილისი აუთლეტ ვილიჯიდან მეტროსადგურ „სამგორის“ მიმართულებით პირველი ავტობუსი 08:38 საათზე, ხოლო ბოლო — 21:08 საათზე გავა.

რუსთავის მიმართულებით თბილისი აუთლეტ ვილიჯიდან პირველი ავტობუსი 09:58 საათზე, ბოლო კი 22:28 საათზე გავა. დღის განმავლობაში ავტობუსები ძირითადად 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ.

ახალი მარშრუტის ამოქმედებით თბილისი აუთლეტ ვილიჯში მოხვედრა შესაძლებელი იქნება როგორც რუსთავიდან, ისე თბილისის მხრიდან — მეტროსადგურ „სამგორიდან“, რაც ვიზიტორებისთვის აუთლეტამდე გადაადგილებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

მსგავსი სტატიები